თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

ეტიკეტის რამდენიმე ოქროს წესი (მხოლოდ ნამდვილი ქალბატონებისთვის)

რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაშიც და ახლობლებშიც დახვეწილი  ქალბატონის სახელი  (XXI  საუკუნის ლედი) და ქცევა გვქონდეს:

ნურასდროს მიხვლათ სტუმრად წინასწარი შეთანხმების გარეშე
დაუპატიჟებელი სტუმარი შეიძლება სახეზე ნიღბითა და საშინაო ხალათში გამოწყობილს დაგადგეთ თავზე.  
ერთი წინდახედული ბრიტანელი ქალბატონი კარზე მოულოდნელი ზარის დარეკვისთანავე იცვამდა ფეხსაცმელს, იხურავდა ქუდს და ქოლგით ხელში აღებდა კარს. ზღურბლზე მისთვის სასიამოვნო სტუმარი თუ იდგა - ,,როგორ გამიმართლა, ეს-ესაა შინ დავბრუნდიო, გაიხარებდა. უსიამოვნო და არასასურველი სტუმრის შემთხვევაში, კი სახეზე მოწყენილი გამომეტყველებით მიეგებებოდა და: ,,რა დასანანია, აუცილებლად უნდა წავიდეო“. 
სტუმრად შეუთანხმებლად კი არა, ,,ნამდვილი ლედი“ საკუთარი ოჯახის  წევრებთანაც კი არ შედის ოთახში დაუკაკუნებლად და ამსვე ასწავლის შვილებსაც. დედა შვილის ოთახში დაუკაკუნებლად თუ არ შედის, შვილებიც ასევე მოიქცევიან სხვაგან.   

არასდროს და არსად, არც სტუმრად და არც ოფისში არ დადოთ გახსნილი სველი ქოლგა გასაშრობად
გრეთ, შენობის შესასვლელთან, ქუჩაშივე დაფერთხილი ქოლგა უნდა დაკეცოთ და ოთახში ან ოფისში მოათავსოთ საგანგებო საქოლგეში ან  ჩამოკიდოთ საკიდზე.
არადა, როგორი ლამაზი სანახავია ხოლმე წვიმიან დილას ჭრელა-ჭრულა ქოლგებით მოფენილი ოფისის დერეფნები, თავი, რომ შეგბურგიში გგონია. რაც გაგიკვირდებათ და თურმე ცუდი აღზრდისა და ეტიკეტის უცოდინრობის უტყუარი ნიშანი ყოფილა.

შენობაში ქალბატონს შეუძლია არ მოიხადოს .. შლიაპა და არ გაიხადოს იდაყვამდე სიგრძის ხელთათმნები
მაგრამ ჩვეულებრივი ქუდი და მაჯამდე ხელთათმანები მაშინვე უნდა გაიძროს. რაშიც შეგიძლიათ თანმხლები ან დამხვედრი მამაკაცი დაიხმაროთ, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ქალის პალტო მამაკაცს მხოლოდ მაშინ უჭირავს ხელში, თუ ის გასახდელამდე მიაქვს, ხოლო ქალის ხელჩანთას ნამდვილი ჯენტლმენი არასოდეს  ატარებს სხვების დასანახად.

საშინაო ტანსაცმელი - ეს მოსახერხებელი და კარგად მოვლილი, წესიერი  შესახედაობის შარვალი და ზედაა
გვახსოვდეს, რომ ხალათისა და პიჟამას დანიშნულებაა დილით საწოლიდან აბაზანამდე მისვლა, საღამოს კი აბაზანიდან საწოლამდეწინსაფარს კი მხოლოდ სამზარეულოში იყენებენ სადილის მოსამზადებლად.

ერთდროულად სატარებელი სამკაულების საერთო რაოდენობა, ქცევის  საერთაშორისო პროტოკოლის თანახმადარ უნდა აღემატებოდეს 13-
თანაც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რაოდენობაში შედის ტანსაცმლის დეკორატიული ღილებიც. ამასთან, ხელთათმანზე ზემოდან ბეჭედს არ იკეთებენ, მაგრამ სამაჯურის ტარება შეიძლება.  

არ დაიდოთ ხელჩანთა მუხლებზე და არც იმ  სკამზე ჩამოდოთ, რომელზედაც ზიხართ
პატარა ელეგანტური ხელჩანთა (კლატჩი) შეგიძლიათ დადოთ მაგიდაზე, მაგრამ უფრო დიდი მოცულობის ჩანთა უნდა გადაკიდოთ სკამის საზურგეზე ან სულაც იატაკზე დადოთ, როგორც ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა გააკეთა 1985 წელს მოსკოვში ვიზიტის დროს, კრემლში და ამით მთელი საბჭოთა მოსახლეობის გაოცება (მცირე  ნაწილში აღფრთოვანებაც კი) გამოიწვია. იატაკზევე უნდა დადგათ პორტფელი, საკვოიაჟი და ქეისი. ხოლო მაღალი დონის რესტორნებში ჩანთის დასადებად შეიძლება სპეციალური პატარა ,,ტაბურეტკა“ ან ჯორკო შემოგთავაზონ.
და კიდევ ერთი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლამაზად დაბრენდილი პარკები და ნაჭრის ჩანთები, მხოლოდ იმისთვისაა განკუთვნილი, რომ სუპერმარკეტში ან ბუტიკში შეძენილი ნივთები მიიტანოთ სახლამდე და არა იმისთვის, ხელჩანთის მაგივრად ვატაროთ.

რადგანაც ზემოთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვახსენეთ, მართებული არ იქნება ამავე სამეფოს დედოფალიც რომ არ გავიხსენოთ და უყურადღებოდ დავტოვოთ ის ფაქტი, რომ დედოფალი ელისაბედი საზოგადოებაში ყოველთვის ხელჩანთით ჩნდება. მართლაც საინტერესოა, რატომ დააქვს დედოფალს ყველგან და ყოველთვის ჩანთა? ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის სამეფოს ბიოგრაფი სალი ბედელ სმიტი  პატარა საიდუმლოს გვიმხელს. თურმე დედოფალს ჩანთაში მუდმივად უდევს სარკე, პომადა, საწერი კალამი, პიტნის რამდენიმე საწუწნი კამფეტი და საკითხავი სათვალეები. კვირაობით კი ამ შემადგენლობას აკურატულად დაკეცილი ფულის რამდენიმე კუპიურაც ემატება ეკლესიის კართან მოწყალების გასაცემად.  მაგრამ სინამდვილეში დედოფლის ხელჩანთის მთავარი დანიშნულება სულაც სხვა რამე ყოფილა: ამ პატარა აქსესუარისმეშვეობით  მისი უდიდებულესობა დედოფალი თავის პერსონალს სხვებისთვის შეუმჩნეველ სიგნალებს გადასცემს. მაგალითად: საუბრის დროს დედოფალი ჩანთას ერთი ხელიდან მეორში თუ გადაიტანს, ეს ტაქტიკური ჟესტი პერსონალს უჩვენებს, რომ დედოფალს გაწელილი საუბრის დასრულება უნდა. ამ შემთხვევაში, პერსონალი ვალდებულია დედოფლის თანამოსაუბრესთან მივიდეს და რაიმე სრულიად უწყინარი ტყუილით გაიტყუოს გვერდზე. დედოფალი სადილის ბოლოსკენ ხელჩანთას მაგიდაზე თუ დადებს, ეს იმის მაუწყებელია, რომ არასასურველი ღონისძიება უახლოესი 5 წუთის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ხელჩანთის იატაკზე დადება კი იმას ნიშნავს, რომ სასახლის  მსახურთუხუცესმა დედოფალი უსიამოვნო საუბრისგან სასწრაფოდ უნდა ,,იხსნას“. მაგრამ ყველაზე დრამატული ჟესტი მაინც თითზე ბეჭდის შეტრიალებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსონალმა მის უდიდებულესობას დაუყოვნებლივ უნდა მოაშოროს ირგვლივმყოფები.
და ბოლოს, იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზეულ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ და ზედმიწევნით შეასრულებთ მათ და, რასაკვირველია, თუ გაგიმართლათ და ბრიტანეთის დედოფალთან აუდიენციაზე მოხვდით, მაშინ თქვენთან შეხვედრით ელისაბედ მეორეც კმაყოფილი დარჩება და აღარ მოუწევს ბეჭდის ტრიალი ან ჩანთის აქეთ-იქით ქნევა თქვენგან თავის დასაღწევად. 

0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers