თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

10 წესი

დიასახლისთა უმრავლესობას სიტყვა ,,დალაგება-დასუფთავებაყოველთვის უსიამოვნო და არასასურველ შგერძნებას უქმნის და ამავდროულად მათში რუტინის, დაღლილობისა და დაუფასებელი შრომის ასოციაციასაც იწვევს. მიუხედავად ამისა, სასარგებლო რჩევების გათვალისწინებით, სრულიად მარტივად შეიძლება ამ უსიამოვნო პროცესის შემსუბუქება, გაიოლება, მის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა  და სახალისოდ პროცესად გადაქცევაც კი.
უმეტეს შემთხვევაში სახლს ალაგებს მხოლოდ ერთი ადამიანი, უწესრიგობას კი ოჯახის დანარჩენი წევრები ქმნიან. თანაც, რა დროც არ უნდა დაახარჯოთ ამ საქმეს, მალე ისევ თავიდან გასაკეთებელი ხდება ყველაფერი.
თანაც, წესრიგისგან განსხვავებით, უწესრიგობა  შეიძლება თავისითაც შეიქმნას.

        სწორედ ამიტომ გთავაზობთ დალაგება-დასუფთავების სახალისო, მაგრამ კარგად აპრობირებულ ათ წესს:

- რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და გასაკეთებელი საქმის თანმიმდევრობა დაგეგმეთ ისე, რომ შედეგი სახეზე კმაყოფილ ღიმილს იწვევდეს და ღამეს არ ათევდეთ ვერმოსწრებულ და გაუკეთებელ საქმეზე დარდით.

- არ გააკეთო იმაზე მეტი, რაც წინასწარ გქონდათ დაგეგმილი. შრომის  შემსუბუქების ნაცვლად ნუ მოიკლავთ თავს. მით უფრო, რუტინული სახლის მოწესრიგების პროცესით ისედაც თუ ხართ ყოველდღიურად დაკავებული - თქვენი სახლი თავისთვად შეინარჩუნებს სისუფთავეს თუ არა სისუფთავის იერს მაინც.

- იმუშავეთ ტაიმერით - გაანაწილეთ დრო და ზუსტად განსაზღვრეთ როდის უნდა შეისვენოთ, დაისვენოთ და აკეთოთ საქმე პატარ-პატარა პორციებად.  

- არ დაიტოვოთ  ,,კუდები“ - ბოლომდე შეუსრულებელი საქმეები  და არ გადადოთ შემდეგისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ,,კუდები“ დაგროვდება და კვირის ბოლოს ,,საშინელებათა ფილმს“  დაემსგავსება. ოღონდ, ზომიერების ფარგლებში. წინა პუნქტიდან ხომ გახსოვთ, რომ საქმე პატარა-პატარა პორციებად უნდა დაგეგმოთ?

- რაციონალურად გამოიყენეთ შესვენებისა და დასვენების პერიოდები: მოდუნდით, გადაერთეთ სხვა თემებზე. არ შეიძლება განუწყვეტლად ფიქრი: როგორ დავალაგოთ სახლი? როგორ შევინარჩუნოთ სისიუფთავე? რამეს თუ ვერ მოასწრებთ,  ნამდვილად არ მოხდება კატასტროფა, არ შეიცვლება სამყარო, ქუჩაში არავინ გამოიშვერს თქვენსკენ თითს - ეს რა უბედურება დამართნია, სახლი დაულაგებელი დარჩენიაო.

- გამოიყენეთ ,,ცეზარის“ მეთოდი - ეცადეთ სახლის დალაგებისას სხვა  საქმითაც დაკავდეთ: ჩართოთ საყვარელი სერიალი, მოუსმინოთ მუსიკას  ან აუდიო წიგნს, იმეცადინოთ უცხო ენაში და ხმამაღლა იმეოროთ ახალი სიტყვები, წაისვათ თმის ან სახის ნიღაბი ან უბრალოდ, აკეთოთ ის, რაც თქვენ გესიამოვნებათ.

- წაახალისეთ საკუთარი თავი - დალაგების პროცესში მიირთვით სტუმრებისთვის გადანახული ნუგბარი, დალიეთ ყავა, ჩაი, ან ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ. დააჯილდოვეთ თქვენი თავი კარგი საქციელისთვის.

- მხოლოდ თქვენთვის გააკეთეთ ფოტოალბომი სათაურით: ,,მდე და შემდეგ“:  ფოტოზე დააფიქსირეთ სახლის არეული და დაულაგებელი ადგილები, შემდეგ გადაუღეთ სურათი დალაგებულ და მოწესრიგებულ იგივე ადგილებს, შეადარეთ და დატკბით შედეგით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიაათ გაასაჯაროოთ და სხვებსაც გაუზიაროთ, მაგრამ ეს ალბომი უნდა იყოს თქვენი პირადი მოტივატორი.

- ,,ნელა-ნელა“ და ,,ცოტა-ცოტას“ პრინციპით აკეთეთ არასასურველი საქმე:  დასაუთოებლი  ტანსაცმლის გროვიდან ან გასახეხი ქვაბების ,,მწკრივიდან“ ჯობს დააუთავოთ სამი მაისური ან გახეხოთ 2 ტაფა, ვიდრე სულ არ გააკეთოთ არაფერი.

- სიზარმაცისთვის ნუ გაიმეტებთ საკუთარ თავს დასაჯელად, ნუ დადგებით კუთხეში, სახით კედლისკენ მუხლებზე ან ცალ ფეხზე და ნუ დაიწყებთ იატაკზე მობნეული სხვადასხვა სახის მარცვლეულის ერთმანეთისგან გამორჩევას: ყველა ჯანმრთელი სხეულის და ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი უნდა იყოს გარკვეულწილად ზარმაცი. გახსოვდეთ: დალაგება-დასუფთავება არ არის სასჯელი და არც იძულება, ეცადეთ გახადოთ ეს პროცესი სახალისო და სასიამოვნო, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და  აკეთეთ საქმე, როგორც გინდათ და როდესაც გინდათ.

გისურვებთ წარმატებებს და შრომის შემსუბუქებას.   

0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers