"ზარა" რომელმაც შემზარა
ბოლოს როდის იყავით „ზარას“ „თბილისი მოლის“ ფილიალში?
მე გუშინ.
და-ვი-ზა-ფრე!
მსგავსი სიბინძურე ბოლოს დეზერტირების ბაზარის წინ გაშლილ
გარე ვაჭრობაზე ვნახე დაახლოებით 15 წლის წინ.
მინიმუმ 4-6 თვის მოუწმენდავი იატაკი, უკვე კარგად ჩამჯდარი
და გატკეპნილი ჭუჭყით. უბინძურეს, მტვრიან და ლაქებიან თაროებზე უწესრიგოდ მიკიდებული
(რაც იქ ხდება იმას დაკიდებული ან შეკიდებული არ ქვია) ტანსაცმელი, თაროზე მიყრილი
ფეხსაცმელი.
ფეხსაცმელში დიდი ხნის ჩაგროვებული მტვრის ფთილები თუ
გუნდები, არ ვიცი რაც იქ ვნახე იმას რა დავარქვა.
გასახდელის იატაკზე დაყრილი თმები და მტვერი. გასახდელში
ხომ ხანდახან ფეხშიშველსაც გვიწევს დგომა? იქვე ჩამოკიდებული მონაზომები ტანსაცმელი,
რომელიც გასახდელის მტვრიან იატაკს შეეხო. აი, რამე ძალიან ბინძურს რომ გაედები და
ტანსაცელი მერე დასაფერთხი და სველი ხელით გასაწმენდი რომ ხდება დაახლოებით ისეთი მდგომარეობაში.
აბსოლუტურად გულგრილი გამყიდვლები, უკაცრავად, კონსულტანტები.
ტალახიანი ესკალატორი, რომელსაც მეორე სართულზე, ოდნავ
უფრო სუფთა, მამაკაცების განყოფილებაში აყავხართ. და, „ზარას“ მენეჯერების გამოგონებული ადამიანის
ახალი ჯიში „თიერეფ“. რა არის, არ მკითხოთ, ერთადერთი ის ვიცი, რომ მათი ტანსაცმელიც
ქალების განყოფილებაში იყიდება.
„თბილის მოლის“
„ზარას“ მონახულების შემდეგ თუ რამე ინფექციური დაავადება აიკიდეთ, ზუსტად გეცოდინებათ
ვის მოთხოვოთ პასუხი. მომავალში, ვინმემ რომ მითხრას, რომ მანდ რამე იყიდა, იმ ადამიანზე
წარმოდგენა ძალიან შემეცვლება. რომ გჩუქნიდნენ, იქ ნადები ტანსაცმელი ჭუჭყში მობინადრე ბაქტერიების
და მიკრობების შიშით არ უნდა წამოიღოთ. ძონძების სარდაფებში არ ხდება რაც იქ ხდება.
სანამ დაზაფრული სახით სექციიდან სექციაში დავქროდი
და ფოტოებს სრულიად დაუფარავად ვიღებდი, ეტყობა კონსულტანტებს ეგონათ, "ზარას" პრდუქციამ და
მოთმა გაფორმებულმა ვიტრინებმა მომხიბლა, შიდა სათავსოდან, ჰოი, საოცრებავ, გულზე ISO ამოქარგულ ლურჯ უნიფორმებში გამოწყობილი
ორი დამლაგებელი სიცილ-სიცილით გამოვიდა და კმაყოფლი სახეებით, ხელიხელ გაყრილები მოლის დერეფანში
ლაღად გაუჩინარდნენ. ნუ, პრინციპში ან რა უნდა ადარდებდეთ, სრულიად არაფრის კეთებაში იღებენ ხელფასს.
არადა, მეგონა ცუდი მენეჯერი ეკონომიას აკეთებს, კონსულტანტებს
ავალებს დალაგებას და ისინი უკდრისობენ-მეთქი და თურმე, დამლაგებლების მთელი ფირმა
ყოლიათ.
სხვათა შორის, მერე გავიკითხე და დამამშვიდეს, რომ „ისტპოინტში“
„ზარა“ მართლაც სუფთაა. რუსთაველზე „მერანში“ არაუშავსო, მაგრამ ყველაზე მეტი და ჭრელი ხალხიც მანდ
დადის და ამიტომ სისუფთავის შენარჩუნებაც უფრო ძნელია.
0 comments:
Post a Comment