მინდა ჩემი ქალაქიც ლამაზი იყოს
მოგწონთ
პარიზი?
რომი?
ლონდონი?
ახალი
ტიფლისი ან 60-70-იანი წლების თბილისის ფოტოები?
ვიცი,
ვერავინ შეცვლის ისტორია და აღარავინ აგვიგებს საუკუნეების წინ ასაშენებელ კოლიზეუმს,
ლუვრს და ვესტმინსტერის ტაძარს.
იმასაც
შევეგუები, რომ აღარაფერი ეშველება საბურთალოზე ობის სოკოსავით მოდებულ „ხრუშჩოვკებს“
, მასივებს და ქაოსური მიშენებებისგან ფრანკენშტეინებად ქცეულ საბჭოთა კორპუსებს.
შევთანხმდეთ,
რომ პატრონი არ გვყავს და არაფერი გვეშველება უნიათო და უვარგისი გამგეობების და ქალაქის
მერიის ხელში.
ამიტოთ
ვიჯდეთ ასე ნაგავში?
ყველამ
რომ ჩვენი კუთვნილი 2 მეტრი დავალაგოთ - კარის
წინ სადარბაზოში. მაღაზიის შესასვლელთან, რესტორნის კიბესთან, ოფისის გვერდით კედელთან...
ჯანდაბას,
მოხალისეები ნუ ვიქნებით და სხვის ან საზოგადოების კუთვნილს (მერე რა, რომ საზოგადოებაში
ჩვენც შევდივართ, ტრადიციულად სხვებს ამოვეფაროთ) ხელს ნუ ვახლებთ, საკუთარს მივხედოთ.
ყველა ორგანიზაცია ვალდებულია მიხედოს არა მარტო თავის ინტერიერს, ექსტერიერსაც. პირმაღს,
ვიტრინას, კედელს, ფასადს, კიბეს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიზუალს. შეხვალთ
ჩამოძონძილ, ბინძურ სილამაზის სალონში? არა. მაგრამ, გარეთ გამოკრული აბრა და სარეკლამო
ბანერიც რომ მათია? სადაა სალონის მენეჯერი,
ძინავს? არ, უბრალოდ ფეხზე კიდია.
აბრები ქალაქის ცენტრიდან
Location:
Tbilisi, Georgia
0 comments:
Post a Comment