თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

პედიკულოზი საბავშვო ბაღში

საბავშვო  ბაგა-ბაღების  ერთი საკმაოდ ჩვეულებრივი და არცთუ ისე იშვიათი სურათი ასეთია: პატარა აღსაზრდელი ზის და ჩაფიქრებული გულმოდგინედ იქექავს თავს.... სურათი კიდევ უფრო მძაფრდება, როცა პატარა „მოაზროვნეს“ მიმბაძველები უჩნდება და უკვე რამოდენიმე ბავშვი ერთად იქექება თავში. რაც იმის პირველი და საგანგაშო ნიშანია, რომ მალე, არა მარტო ამ ჯგუფის ბავშვები, არამედ ბაღის ყველა აღსაზრდელი ინტენსიური ქექვა-ფხანის მიმდევარი გახდება. ერთი წუთითაც არ გეგონოთ, რომ ბავშვები გენიალური იდეების ძიებასა თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრში არიან გართული. ისინი თავში ტილების ახალმოსახლეობაზე რეაგირებენ ამ ფორმით.  
მედიცინაში დატილიანებას პედიკულოზს უწოდებენ. იგი ეპიდემიასავით მოედება ხოლმე მთელ ბაღს და ამიტომ, რაღა გასაკვირია, რომ საბავშვო ბაღების ერთ-ერთ  უმწვავეს  პრობლემასაც წარმოადგენს.
 ბავშვს ნამდვილად პედიკულოზი აქვს, თუკი:
- სისტემატიურად იფხანს თავს, განსაკუთრებითყურის უკანა მიდამოებს;
- ცუდად ძინავსტილები განსაკუთრებით ღამით აქტიურობენ;
- აქვს შეგრძნება, რომ თითქოს მის თავზე რაღაც დაცოცავს;
- თმის გადაწევისას თავის კანზე შეინიშნება ნაკაწრები,  რომლებიც შესაძლოა დაჩირქებულიც კი იყოს.
როგორც აღმოჩნდა, ტილები კარგად მოვლილ, სუფთად ჩაცმულ და საგულდაგულოდ დაბანილ ბავშვსაც შეიძლება გაუჩნდეს. დატილიანების თავიდან ასაცილებლად და პედიკულოზის გამოვლენის მიზნით რეკომენდებულია, რომ საბავშვო  ბაღის  პერსონალმა წელიწადში არანაკლებ  4-ჯერყველა არდადეგების შემდეგ და ყოველთვიურად, ამორჩევით ჩაატაროს ბავშვების დათვალიერება. დათვალიერება კი (სხეულის თმიანი ნაწილების და ტანსაცმლის) უნდა ჩატარდეს კარგად  განათებულ ოთახში ლუპისა და წმინდა სავარცხლის გამოყენებით.  ამასთან, ეს პროცესი არ უნდა იწვევდეს ბავშვის სტრესს და აუცილებლად უნდა  წარიმართოს ხალისიანი, თამაშის ელემენტების შემცველი ფორმით. ყოველი დათვალიერების შემდეგ სავარცხელს უნდა გადაევლოს მდუღარე ან გაიწმინდოს 70%-იანი სპირტის ხსნარით. ბავშვმა და მისმა მშობელმა კი სამედიცინო პერსონალისგან უნდა მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია ჩასატარებელი მკურნალობისა და ტილების გამანადგურებელი შესაბამისი საშუალებების გამოყენების წესების შესახებ.
თვითონ ტილი პატარა მცოცავი არსებაა, რომელიც ასე ადვილადაც არ იზრდება. პარაზიტს ზრდასრულ ტილად ჩამოსაყალიბელბად სამი ეტაპის გადალახვა უწევს: ჯერ კვერცხში გამომწყვდეული მიკრული თმაზე, შემდეგ მოკრძალებული ზომის ნიმფად იქცევა და ბოლოს - ჩაკურატებულ ტილად.
მდედრი ტილი კვერცხებს (წილებს) თმის ღერებზე, თავის კანთან ახლოს დებს. დაახლოებით 8-9 დღის მერე კვერცხიდან ნიმფა იჩეკება, რომელიც 9-12-დღის განმავლობაში ინტენსიური სისხლის წოვის შემდეგ იქცევა ზრდასრულ ტილად. მდედრი პარაზიტი მამრზე დიდია და ერთ ჯერზე 6-მდე კვერცხს დებს. ზოგადად, ტილი 30 დღე ცოცხლობს, მაგრამ თმიდან ჩამოვარდნილი 1-2 დღეზე მეტს ვერ ძლებს და ადრე და მალე იღუპება პრაგიკული სიკვდილით. თავში დარჩენილი იღბლიანი ტილი კი დღეში რამდენჯერმე იკვებებდა თითო ჯერზე 0,7-1,6 მკგ-მდე სისხლს წოვენ თავის „მსხვერპლს“. კბენა უმტკივნეულოა, მაგრამ პარაზიტის ნერწყვი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილსაც სწორედ ეს იწვევს. გამორიცხული არ არის, რომ ქავილის დროს ნაკბენში ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს. მეტისმეტად დატილიანებულ ბავშვს შესაძლოა კონიუნქტივიტიც (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება) კი განუვითარდეს და უფრო მეტიცსიცხემაც კი აუწიოს.
პედოკულოზის გავრცელების ერთადერთი გზა მხოლოდ მჭიდრო კონტაქტია: ტილი არც ხტუნავს და არც დაფრინავს და ხალხში გავრცელებული ლეგენდების მიუხედავად, მით უმეტეს არ ჩნდება სარეცხი საპნისგან ან სხვა რაიმე არაორგანული ნივთიერებისგან. ტილი ლანის ზედაპირზე დაღოღავს, მაგრამ საკმაოდ მკვირცხლია და საკმარისია, ბავშვებმა თავები მიადონ ერთმანეთს, რომ თმის ერთი ღერიდან მეორეზე შესაშური სიმარდით გადადის. ძალიან იშვიათია მისი გადადება დატილიანებული ბავშვის ტანსაცმლიდან (ქუდიდან, პალტოდან) და სხვა საგნებიდან (სავარცხლიდან, პირსახოციდან).
ტილები, სხვა პარაზიტებისგან განსხვავებით, არ ავრცელებენ რაიმე ავადმყოფობას. მიუხედავად ამისა, მათი მოცილება მაინც აუცილებელია, რადგან შესაძლოა თავის კანის ძლიერი გაღიზიანება და ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. ტილის გავრცელებაში ასევე არ მონაწილეობენ ძაღლები, კატები და, სხვა უდანაშაულო ცხოველები.
ტილების აღმოჩენა იოლიაგადაწევ თმას და ან შეშინებულ, გაქცეულ ტილს ჩაავლებ თითებს, ან წილს ამოაძრობ თმიდან. ტილებს ყველაზე ადვილად ყურების უკან და კეფაზე იპოვით, ძალიან იშვიათად კი, როდესაც მეტისმეტად არის მოდებული, შესაძლოა წარბებსა და წამწამებშიც დაიბუდონ.
პედიკულოზი არც ისე ძნელი დასამარცხებელია. ტილების საწინააღმდეგო პრეპარატებს, პედიკულოციდებს, ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ. აი, პარაზიტებთან ბრძოლის სტრატეგიის ცოდნა კი მათთან ბრძოლაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
- თავზე წამლის (ან წამლის შემცველი შამპუნის, სპრეის) წასმამდე ბავშვს წელს ზემოთ გახადეთასე ტანსაცმელს ტოქსიკური ნივთიერებებისგან დაიცავთ;
 - ზუსტად მიყევით პროდუქტზე დატანილ ინსტრუქციას;
 - ბავშვს თუ გრძელი თმა აქვს, გაითვალისწინეთ, რომ  პრეპარატის მითითებულზე ორჯერ მეტი დოზა დაგჭირდებათ.
 - სამკურნალო საშუალების წასმამდე პატარას თავი არ დაბანოთ და პედიკულოციდის წასმის შემდეგაც ნუ ჩამობანთ 1-2 დღე თავს.
 - წამლის წასმის შემდეგ ბავშვს სუფთა ტანსაცმელი ჩააცვით.
 - ტილებზე იერიშის მიტანიდან 8-12 საათის შემდეგ თმა შეამოწმეთ. თუ ტილები ისევ შენიშნეთ, მაგრამ იმდენად ნელა მოძრაობენ, რომ შეიძლება მალე სული ამოხდეთ, წამლის ხელმეორედ წასმისგან თავი შეიკავეთზოგიერთ  პედიკულოციდს სამოქმედოდ მეტი ხანი სჭირდება.
- 8-12 საათის შემდეგ სურათი თუ არ შეცვლილა და ტილები ძველებურად აქტიურად დარბიან თმაში, უნდა ივარაუდოთ, რომ წამალმა არ იმოქმედა და სხვა პრეპარატი უნდა სცადოთ, მაგრამ მანამდე კონსულტაციისთვის უთუოდ ექიმს მიმართეთ!
- წამლის წასმიდან სამი კვირის განმავლობაში ბავშვს 2-3 დღეში ერთხელ დაუთვალიერეთ თმა.
 - წამლის ხელმეორედ წასმა პირველი პროცედურიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ არის რეკომედებული. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი მათგანი ალერგიის გამომწვევ ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ წინასწარ ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი.
 - გულდასმით გარეცხეთ ტანსაცმელი, რომელიც ბავშვს წამლის წასმამდე 2 დღით ადრე ეცვა. თუ არ ირეცხება, 2 კვირით მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში.
- მტვერსასრუტით დაასუფთავეთ ხალიჩა, დივანი და ყველა ის ადგილი, სადა ბავშვი ტილიანობის განმავლობაში იჯდა.
- ნუ გამოიყენებთ ფუმიგატორებს (მწერების მოსასპობ ტოქსიკურ საშუალებებს) – საკვების (სისხლის) გარეშე დარჩენილი პარაზიტები რამდენიმე დღეში ისედაც განუტევებენ სულს.

და ბოლოს:  ბავშვს თუ პედიკულოზი აღმოაჩნდა, მაღალია ალბათობა იმისა, რომ პარაზიტები ოჯახის უფროსი წევრების თმაშიც იყვნენ დაბუდებულნი, ამიტომ სასურველია, პედიკულოციდი ბავშვთან ერთად მათაც წაისვან.

0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers