ქაბულსა და ლას-ვეგასს შორის
ერთმა ყოფილმა თანამდებობის პირმა და მთავრობის წევრმა სულ რაღაც ახლო წარსულში თქვა: ოკრიბა და მისი მიმდებარე ტერიტორია ზემოდან გადმოხედვისას დღისით ქაბული გეგონება, ღამით კი - ლას-ვეგასიო.
,,სულო ცოდვილო“ და კი არის ეს ნათქვამი ჭეშმარიტებასთან ახლოს: მართლაც რომ საოცარი და სანახავად საკვირველი ადგილია ჩვენი დედაქალაქის ეს ნაწილი, სახელად ,,ოკრიბა“. თუ ქართულ ,,ვიკიპედიას“ დავუჯერებთ, ხალხში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, გეგუთიდან რაჭას მიმავალ იმერეთის მეფეს სოლომონს (რომელს, ამაზე ლეგენდა დუმს) ჩაუვლია დღევანდელი ოკრიბის (ადგილი იმერეთში, ქუთაისის ჩრდილოეთიდან რაჭამდე) ტერიტორიაზე, ბევრი ხალხი დაუნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს: ,,ვო კრებაო“ და ამის შემდეგ დარქმევია ამ ადგილს ,,ოკრიბა“.
თავისი სასაცილო შინაარსიდან გამომდინარე, ლეგენდა რამდენად სარწმუნოა, არავინ იცის, მაგრამ დღეს რომ სოლომონს დიდუბის ,,ოკრიბაზე“ ჩაევლო, ბევრად უფრო მეტს ხალხს დაინახავდა: დედაქალაქისკენ მომავალთ, დედაქალაქიდან მიმავალთ, ადგილობრივი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მომლოდინეებს, მეტრო სადგურ ,,დიდუბის“ მოსარგებლეებს, ვალუტის გადაცვლის მსურველებს,
გარე სამაგიდო აზარტული თამაშების მოყვარულებს, სწრაფი კვების მუშტრებს, შხამქიმიკატების მყიდველებს, მეორადი საქონლისა და გარე ვაჭრობის მოყვარულებს, აგრარული ბაზრის, საბითუმო ვაჭრობისა და დაბალფასიანი და ხელმისაწვდომი ტანსაცმლის ბაზრობის მომხმარბლებსა და ნოტარიუსის მომსახურების საჭიროების
მქონეებსაც კი, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ჰიპერმარკეტ ,,გორგიას“ კლიენტურაზე.
მოკლედ, ოკრიბა და მისი მიმდბარე ტერიტორია ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი და გართობის
ცენტრია, რომელიც თავისი საქმიანობითა და ფუნქციებით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემჭიდროებულ
სურათს წააგავს
და მოსახლეობის საერთო
მოთხოვნისა და მოხმარების შეფარდების გათვალისწინებით, ბიზნესისა
და ვაჭრობის
განვითარებისთვის საკმაოდ
მიმზიდველსა და
ხელაყრელ გარემოს
წარმოადგენს. და
მაინც, როგორც ეს ადგილის რელიეფური გამოსახულებიდანადაც კარგად ჩანს, აქ ყველაზე ფართოდ
გავრცელებული და წარმატებული (სავარაუდოდ - მომგებიანიც) ბიზნესი - სატრანსპორტო-სამგზავრო
მომსახურებაა.
ტერიტორიაზე
თუ მეტროს
სადგურს არ
ჩავთვლით, „სულ რაღაც“
ოთხიოდე ავტოსადგური
,,ავტოვაგზალი“, ,,ტრანს
დიდუბე“, ,,ნიგე“
და თავად
,,ოკრიბა“ მდებარეობს იგივე
სახელწოდების სასტუმროთი.
მათ შორის
მოქცეულ საკმაოდ
დიდ ტერიტორიაზე
კი ბაზრობებია
განლაგებული: გარეთ,
ღია ცისქვეშ
ჯიხურებში თუ
გადახურულ დახლებზე გაშლილი საქონელსა და მტვერსა და ნაგავში დაყრილ გასაყიდ პროდუქტებს საკმაოდ ბევრი და ,,თავისი“ მყიდველი მაინც ჰყავს.
ბუნებრივია, ანტისანიტარიულ პირობებში საკვები პროდუქტების რეალიზაცია, განსაკუთრებით ხორცი, თევზი, ყველეული, ძეხვი
და მალფუჭებადი საკვები,
ხშირად ხდება მოწამვლისა და ინფექციების გამომწვევი მიზეზი და
საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
გარევაჭრობისა
და მოუწესრიგებელი
სავაჭრო ობიექტების პრობლემით გამოწვეული დაავადებების სიხშირის დადგენა რთულია, რადგან
უვარგისი და
უხარისხო, დაბალფასიანი
საკვებით მოწამლული
და მოტყუებული
(სპეციალურად დაყენებული სასწორითაც)
მომხმარებელი ნაკლებად
მიმართავს სამედიცინო
დაწესებულებას. გარდა
ამისა, ტერიტორიაზე
არსებული ანტისანიტარია
სასურველი გარემოა
ვირთხებისა და
სხვა და
სხვა პარაზიტული
დაავადებების გადამტანებისა
და გამავრცელებლების
კეთილდღეობისათვის.
,,ოკრიბის“ ავტოსადგურს უკან, ლიანდაგებამდე არ მისული, ტერიტორიის გამწვანების ზონაში არის ერთი ,,ჯადოსნური“
ხე. განსხვავებით ,,ნატვრის ხისგან“, რომლის ტოტებზეც ხალხი ტრადიციულად
ფერად-ფერად ზონრებს აბამს და სურვილების ახდენას ჩაუთქვამს ხოლმე, ოკრიბაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოარულ ხალხს ამ ხესთან დააქვს მისთვის არასასურველი ნივთები, ნაგავი. ზუსტად ისე, ცუდი სიზმარისგან შეშინებული ადამიანი წყალს რომ ატანს ხოლმე
მისთვის არასასურველი ზმანების შინაარს. მოაქვთ,
რუდუნებით ტოვებენ ხის ძირში და ალბათ სიტყვებით: ,,განვედ ჩემგან, გამშორდი“ თავისუფლდებიან არასასიამოვნო განწყობისა და დაბინძურებული აურისგან. იმ შემთხვევაში, დასუფთავების სამსახურები შესაბამის ზომებს თუ არ მიმართავენ, თორემ ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო შეგნების ხარისხის ამაღლებაზე
ზრუნვის სამსახურები ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია, აღნიშნული ადგილი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მყარი ტრადიციის გაჩენისა და დამკვიდრების საფუძველი გახდება, რასაც თვით ადგილის სახელწოდების წარმართული წარმოშობაც
კი უწყობს ხელს. ამჯერად ლეგენდაზე კი არა,
ისტორიული წაყაროებზე დაყრდნობით გეტყვით, რომ სახელი
,,ოკრიბა“ წარმართული ტრადიციის მატარებელია, თავისი რეალური ეტიმოლოგიით, ლაზურ-ჭანური წარმოშობისაა და მომდინარეობს სიტყვიდან
"კირიბ", რაც ბატკანს, ანუ ბატკნის შესაწირს ნიშნავს.
ღმერთი არ
გაგვიწყრება და
დროულიც იქნება, ჩვენც თვითონ თუ
დავიწყებთ ზრუნვას
სისუფთავესა და
წესრიგის შენარჩუნებაზე,
მით უფრო,
თუ ფოტოზე
გამოსახული
ავტობუსის მარშრუტი
(ოკრიბა-ვარშავა)
დღევანდელი ვიზა-ლიბერალიზაციის
პირობებში რეალური
გახდება და
შუაგულ ევროპაში
თავი არ
მოგვეჭრება. თანაც
ეს უკანასკნელი
ფაქტი სასიკეთოდაც
წაგვადგება
- შესაძლებლობას მოგვცემს ამავე ტერიტორიაზე
კიდევ ერთი
ავტოსადგურის გასახნელად,
რომლის სახელწოდებაც
შეიძლება ისეთივე
სახალისო იყოს, როგორც იმერული,
რეალური ოკრიბის სხადასხვა უბნების სახელები. მაგალითად:
,,ღარასკეთი", ,,ნოღითავი", ,,სილახოხია", ,,უთფირები“, ,,საკაკილე” ,,დათვის სახოხიალო“, ,,ბერსათრიელა", ,,ლეყერეთი“ და სხვა.
0 comments:
Post a Comment